
2. პროექტის მოკლე აღწერა: ხალხური ზეპირსიტყვიერების შესწავლა - ეს არის ერის ფასეულობებისა და კულტურის შეცნობის ერთ-ერთი გზა. მოსწავლეები დაინტერესდებიან ხალხური პოეზიითა და ხელოვნებით, გაიცნობენ სხვადასხვა კუთხის ფოლკლორს, მოახდენენ მათ შედარება-ანალიზს. ბლოგის შექმნის საშუალებით კი შეიძენენ "IT" ტექნოლოგიების ახალ უნარ-ჩვევებს.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეები მოიძიებენ და გააანალიზებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური პოეზიის ნიმუშებს, გამოიკვლევენ და დაკვირდებიან სხვადასხვა რიტუალებს, შეაგროვებენ ვიდეო მასალას და ჩამოართმევენ ინტერვიუს ახლობლებს, უხუცეს ადამიანებს. საინფორმაციო წყაროდ გამოიყენებენ ხალხური პოეზიის სხვადასხვა გამოცემას. გაეცნობიან ხალხური პოეზიის მკვლევართა ნაშრომებს, მოახდენენ მოძიებული მასალის კატეგორიზაციას, დააჯგუფებენ თემატიკის მიხედვით, შექმნიან ნაშრომებს და წარმოადგენენ კონფერენციაზე.

4. მონაწილეთა ასაკი: 14 - 15 წელი.
5. ვადების ხანგრძლივობა: ნებისმიერი 2 თვე სასწავლო წლის განმავლობაში.
6. პროექტის საჭირო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით. ძირითადი საკითხების გამოყოფა ინტერვიუებისა და კითხვარების მეშვეობით. დისკუსია, პრეზენტაცია, თემების გადანაწილება და ნაშრომების შესაქმნელად ჯგუფური მუშაობა. კონფერენციის ორგანიზება, ბლოგის შექმნა და გაფორმება.
7. სამუშაო ენა: ქართული.
8. საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან), ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
ქართული - მოზარდებს გამოუმუშავდებათ ხალხური კულტურისადმი პატივისცემა, შეუყვარდებათ კითხვა, ჩამოუყალიბდებათ ხალხური ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების უნარი.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინტერნეტში მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას, გალერეაში ატვირთავენ ფოტოებს, შექმნიან ბლოგს.
მუსიკა - შეარჩევენ და მოიძიებენ იმ ნაწარმოებს, რომელიც დასჭირდებათ ხალხური ლექსის უკეთ გააზრებისთვის.
9. მოსალოდნელი შედეგები: გაიმდიდრებენ ცოდნას ხალხური პოეზიის შესახებ, აღიქვამენ წინაპართა უძველეს რიტუალურ ჩვევებს, დახვეწენ მეტყველებას, განუვითარდებათ აზროვნება, წარმოსახვა და შემოქმედებითი უნარი, გამოუმუშავდებათ საინფორმაციო წყაროს სახით წიგნისა და სხვა ბეჭდური მასალების გამოყენების უნარი.შექმნიან საკონფერენციო ნაშრომებს, დახვეწენ ისტ ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს, შექმნიან ბლოგს, კომენტარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პროექტის მსვლელობაში ჩართავენ სხვა სკოლის მოსწავლეებსაც, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობას.
10. სარგებელი სხვებისთვის: ჩატარდება კონფერენცია, რომელზეც მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, პროექტის მონაწილეები თავიანთ მოძიებულ მასალას გააცნობენ თანატოლებსა და მასწავლებლებს, ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია კი ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეთა ფართო წრისათვის და მათ შეეძლებათ ამ მასალის სასწავლო მიზნებისათვის გამოყენება.